Saturday, September 3, 2016
ტრენინგის პირველი დღე
დღევანდელი ტრენინგი აღმოჩნდა მეტად ნაყოფიერი, პირველ რიგში გავეცანი საიტს, რომელზეც ხხვადასხვა
პროექტის ნიმუშებია მოცემული, ეს მნიშვნელოვანი საიტია-INTEL EDICATION VIUWER.
გავეცანი რამდენიმე პროექტს, მათ შორის, გავეცანი პროექტის შინაარსს "რომეო და ჯულიეტას" მაგალითზე,
გავიგეთ,რომ აუცილებელია გამოკვეთილი პრობლემის კავშირი რეალურ ცხოვრებასთან,და რაც მთავარია,ეს პრობლემა საინტერესო უნდა იყოს ბავშვებისთვის.
ჩვენმა არაჩვეულებრივმა, გულისხმიერმა ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება-პროექტის შინაარსი დასაწერად.
დღეს რა თქმა უნდა, ამითი არ შემოფარგლულა ტრენინგი, ვისწავლეთ პორთფოლიოს შექმნა და შევქმენით პროექტის პორთფოლიო,ასევე ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა და შენახვა,გავეცანით და ვისწავლეთ ტექსტში მონიშვნა, გამუქება და სხვა.
ერთი სიტყვით ტრენინგი იყო საინტერესო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მიხარია,რომ კვლავ ტრენინგზე ვარ ქალბატონ მანანა კვინიკაძესთან
ReplyDeleteმიხარია,რომ თქვენთან ერთად მიწევს ტრენინგის გავლა
ReplyDelete