Sunday, September 25, 2016

პროექტის მერვე დღე

დავასრულეთ პროცედურები, გადავხედეთ გეგმებს,პორთფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე, ფეიჯების შექმნა ვისწავლეთ, ონლაინ კითხვარი ფასილიტაციისთვის.შევქმენით

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

განვიხილეთ პროცედურები და დავასრულეთ წერა, განვიხილეთ გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის თეორია  პრეზენტაციისთვის ,შევქმენით დიფერენცირების კითხვარი და გადავიტანეთ შეფასებებში.
მივიღეთ დავალება: ვაკეთებთ კომენტარებს ერთმანეთის ბლოგზე,
შევქმენით ხარაჩო-პრეზენტაციის შაბლონი.
მონაწილეთა ბლოგზე შევდივართ:intelmanana.blogspot.com  ხარაგაულის ჯგუფებში,
 მეექვსე მოდულში შეგვიძლია ვნახოთ კითხვარი დიფერენცირებულ მიდგომაზე.

Sunday, September 18, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის  მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ გავიმეორეთ შეფასების რუბრიკები, რომელიც მოვიძიეთ ვიუვერის რესურსებში, შემდეგ გადავიტანეთ შეფასების რუბრიკა მეილიდან დრაივზე, ვიმსჯელეთ პროცედურებზე, ვისწავლეთ, როგორ მოვარგოთ შეფასების რუბრიკა მოსწავლეთა  ნამუშევრებს. მოცემული გვაქვს დავალება:ვწერთ პროცედურებს დრაივში.

Saturday, September 17, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

გავარჩიეთ საშინაო დავალებები, ვიმუშავეთ, მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი,
ვისწავლეთ  სურათების მოძებნა და გამოყენებულ ლიტერატურაში ჩასმა,
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას,
ვისწავლეთ სურათების გადმოწერა და ჩასმა.
დავალება:ფაქტები და აღმოჩენები. და რჩევები და რეკომენდაციები, იგივე დასკვნა.

Sunday, September 11, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ პროექტის საკვანძო კითხვები, შემდეგ გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, გავარჩიეთ შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები, ამაში დაგვეხმარა მოდული მეორე, მესამე აქტივობა.
 ტრენერმა მოგვცა დავალება:დავასრულოთ ვ-მ-ვ. დავამატოთ  თემატური და შინაარსობრივი კითხვები,
ყველა მიზნისთვის  უნდა დავწეროთ შესაბამისი აქტივობები.

Saturday, September 10, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელ ტრენინგზე შევამოწმეთ სტანდარტები, იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების,რაშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია, გავიგეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე მორგებული ზმნები, სტანდარტების შესაბამისად გამოვკვეთეთ პროექტის მიზნები,ყველა ინდიკატორზე მორგებული,რომლებსაც შემდეგ შევაფასებთ.გავეცანით მიმართულების მიმცემ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. მივიღეთ საშინაო დავალება: ჩამოვაყალიბოთ პროექტის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, September 4, 2016

ტრენინგის მეორე დღე

მოვისმინეთ პროექტის იდეები, დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება, ვისწავლეთ შესაბამისი შედეგების და ინდიკატორების შევსება, ამის გასაკეთებლად ვისწავლეთ სასწავლო გეგმების პორტალზე შესვლა და მუშაობა,(n.c.p) ასევე გავიგეთ, რომ ინდიკატორები უდა შევარჩიოთ ისეთი, რომლის შეფასებასაც შევძლებთ, ვისწავლეთ და დავიწყეთ დრაივზე მუშაობა. ასევე ვისწავლეთ სწრაფი ძებნა სასურველი კლასის და საგნის,(ctrl+f)